აგვისტოს ომი

ომის მწარე შედეგები

Saturday, June 5, 2010

ომის წარუშლელი კვალი

















რუსეთმა ნამდვილად,წარუშლელი კვალი დატოვა თითოეული ჩვენგანის გულში...გარდა ეკონომიკური და მატერიალური მხარისა,აგვისტოს ომმა მორალურად გაანადგურა ძალიან ბევრი ადამიანი ...მათმა აგრესიამ საყვარელი ადამიანები დაგვაკარგვინა.დღესაც კარგად მახსოვს ის,შიშით აღსავსე წუთები,რომელიც მე პირადად გამოვცადე აგვისტოს ომის დროს.ეს იყო ნამდვილი კოშმარი.საშინელებაა,როცა ყოველ წამს ელოდები,რომ ვიღაცები შეიძლება მოვიდნენ და სიცოცხლე გაგიმწარონ....ბევრი ჩემი ახლობელი შეიწირა ამ "უაზრო" ომმა...ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა,ბევრიც ინვალიდი დარჩა...ეს,ის დიდი ტკივილია,რომელიც სამუდამოდ დააჩნდება ჩემს გულს და სულს...

სასარგებლო ბმულები:
  1. რუსული აგრესიის კვალი(აუცილებლად ნახეთ)
  2. რუსული აგრესიის შედეგი

"შეშფოთებული" მსოფლიო




რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ,ყურადღების გარეშე არ დარჩა..."პატარა ომი,რომელმაც შეძრა მსოფლიო"---ასეთი შეფასება მოჰყვა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებას,მაგრამ საკითხავია,რეალურად,დაგვეხმარა კი მსოფლიო?მაინც,რა გაკეთდა ჩვენს დასახმარებლად?რუსულ აგრესიას წინ ვერც მსოფლიო გადაუდგა...


სასარგებლო ბმულები:
  1. "პატარა ომი,რომელმაც შეძრა მსოფლიო"
  2. გახმაურებული წიგნი აგვისტოს ომზე

აგვისტოს ომის გმირები



შესაძლოა ისტორიისთვის 7 აგვისტოდან 22 აგვისტომდე გავლილი დრო არაფერია,ომგამოვლილისთვის კი,მთელი ცხოვრებაა.თითოეული წვეთი სისხლი,თითოეული დაღუპული ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი მოქალაქე ქართული სახელმწიფოსთვის უზომო დანაკლისია.მინდა ერთი ასეთი გმირის შესახებ მოგიყვეთ,რომელიც ჟურნალ "არსენალში" ამოვიკითხე და რომელიც შესაძლოა, ყველამ არ იცოდეს.


"ნანო,წავედი,სამშობლო უნდა დავიცვაო" ---ასე დაემშვიდობა დედას გორის რაიონის სოფელ შერთულში მცხოვრები ჯარისკაცი გოგიტა მაკრახიძე...იგი ოთხი წელი მსახურობდა საკონტრაქტო ჯარში,აგვისტოს ომის დაწყებისდღიდანვე წინა ხაზზე იბრძოდა.ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა...

გოგამ დაქორწინებაც ვერ მოასწრო.ბიჭებს ეუბნებოდა:თუ ომი მოვიგეთ და შინ მშვიდობით დავბრუნდით,მალე დავქორწინდები და მაგრად გაქეიფებთო, მაგრამ ასე არ მოხდა...


საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ბევრ ასეთ ისტორიას მიოისმენთ.აგვისტოს ცხელი და სისხლიანი დღეების ქრონიკა,ალბათ მთელი ცხოვრება გვემახსოვრება...
საინტერესო ბმულები:
  1. თავდაცვის სამინისტროს მონაცემები ომის გმირებზე
  2. ომგამოვლილნი
  3. ომის გმირები

"ცუდი სიზმარი(ომის დეტალები)

საქართველო შემზარავი ომის ბურუსში გაეხვა...რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთმა საკმაოდ ვრცელი ტერიტორია დაიკავა...


8 აგვისტო,2008

  1. მიერ დაიბომბა გორის საარტილერიო ბრიგადა
  2. თბილისიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე მარნეულის სამხედრო აეროდრომი
  3. რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაბომბა მარნეულის და ბოლნისის სამხედრო ბაზები
  4. ჭურვი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში
  5. რუსულმა СУ-24 დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი
  6. რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა 3-5 ჭურვი ჩამოაგდო სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე

9 აგვისტო,2008

  1. რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ჩხალთა, ზემოაფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი
  2. დაიბომბა ონი
  3. კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი
  4. გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი
  5. დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი
  6. ვაზიანის პოლიგონი
  7. მნათობი ჭურვები ჩამოვარდა სენაკის სამხედრო ბაზაზე
  8. დაიბომბა ქალაქ ფოთის პორტი

10 აგვისტო,2008

  1. ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა დაბომბა კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
  2. დაიბომბა სენაკი
  3. საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენი”
  4. რუსეთის ავიაციამ ჩამოყარა ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტში
  5. დაიბომბა გორი
  6. დაბომბეს სოფელი კნოლევი ქარელის რაიონში
  7. გორსა და ქარელს შორის მდებარე სოფელი შავშვები
  8. დაიბომბა ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა

11 აგვისტო,2008

  1. სენაკის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და სენაკის სამხედრო ბაზა
  2. დაიბომბა გორის სატანკო ბატალიონი.
  3. შირაქის აეროდრომი
  4. დაიბომბა კოდორის ხეობა
  5. ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო

12 აგვისტო,2008

  1. რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დაბომბეს გორის ცენტრალური მოედანი და ბაზარი

Friday, June 4, 2010

ომის დასაწყისი


2008 წლის 7 აგვისტო...ომი დაიწყო...ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ...


ბმულები:











ომი თუ მშვიდობა


დღეს ჩვენ, ისე როგორც არასდროს, უფრო კარგად შევიგრძენით
მშვიდობის გემო. ამიტომაც დადგა დრო, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ
და გავიაზროთ- რა წვლილი შეიძლება შევიტანოთ თითოეულმა ჩვენგანმა
მშვიდობის განმტკიცების საქმეში. მოდით, ყველამ ერთად ,ერთხმად,
ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ:


არა-ომს!

კი-მშვიდობას!
  1. ვიდეო
  2. ფოტოები google.com-ზე
  3. ვიდეო (აგვისტოს ომი)
  4. აგვისტოს ომის ვიდეოები

Thursday, June 3, 2010

აგვისტოს ომი ორი წლის გადასახედიდან...




2008 წლის 7 აგვისტო... ალბათ,ყველას გახსოვთ ეს თარიღი...რა მოხდა ამ დღეს?ნუთუ,ორი წლის შემდეგაც არ გაქრა ის წუთები ჩვენი ცნობიერებიდან?ნუთუ შეგვიძლია კვლავაც გვახსოვდეს ეს ყველაფერი?...რა თქმა უნდა...ამის დავიწყება შეუძლებელია...ეს იგივეა,დაივიწყო საკუთარი თავი,შენი არსებობა...რუსეთმა სამუდამო დაღი დაასვა საქართველოს:ჩვენი გმირების სიცოცხლე შეიწირა...









































საშინელი ომი

stop russia