აგვისტოს ომი

ომის მწარე შედეგები

Saturday, June 5, 2010

აგვისტოს ომის გმირები



შესაძლოა ისტორიისთვის 7 აგვისტოდან 22 აგვისტომდე გავლილი დრო არაფერია,ომგამოვლილისთვის კი,მთელი ცხოვრებაა.თითოეული წვეთი სისხლი,თითოეული დაღუპული ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი მოქალაქე ქართული სახელმწიფოსთვის უზომო დანაკლისია.მინდა ერთი ასეთი გმირის შესახებ მოგიყვეთ,რომელიც ჟურნალ "არსენალში" ამოვიკითხე და რომელიც შესაძლოა, ყველამ არ იცოდეს.


"ნანო,წავედი,სამშობლო უნდა დავიცვაო" ---ასე დაემშვიდობა დედას გორის რაიონის სოფელ შერთულში მცხოვრები ჯარისკაცი გოგიტა მაკრახიძე...იგი ოთხი წელი მსახურობდა საკონტრაქტო ჯარში,აგვისტოს ომის დაწყებისდღიდანვე წინა ხაზზე იბრძოდა.ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა...

გოგამ დაქორწინებაც ვერ მოასწრო.ბიჭებს ეუბნებოდა:თუ ომი მოვიგეთ და შინ მშვიდობით დავბრუნდით,მალე დავქორწინდები და მაგრად გაქეიფებთო, მაგრამ ასე არ მოხდა...


საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ბევრ ასეთ ისტორიას მიოისმენთ.აგვისტოს ცხელი და სისხლიანი დღეების ქრონიკა,ალბათ მთელი ცხოვრება გვემახსოვრება...
საინტერესო ბმულები:
  1. თავდაცვის სამინისტროს მონაცემები ომის გმირებზე
  2. ომგამოვლილნი
  3. ომის გმირები

No comments:

Post a Comment

საშინელი ომი

stop russia